close

  • ვიყო ერთგული პოლონეთის რესპუბლიკისა, ჩემი სამშობლოსი

     

  • საკონსულო ინფორმაცია

  • თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება:

     

    ონიაშვილის ქ. 24

    0160 თბილისი (საბურთალო)

     

    ტელ.: + 995 322 92 03 98 (9:00-17:00 სთ-მდე),

    + 995 322 93 62 36 (სავიზო ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 12:00 - 14:00 სთ-მდე)

     

    ელ-ფოსტა: tbilisi.amb.rk@msz.gov.pl

     

     

    ყურადღება!

    გაცნობებთ, რომ დაინტერესებულ პირთა სატელეფონო ზარების მომსახურების საათებში, ბევრი ზარის შემოსვლის გამო, საკონსულო განყოფილების თანამშრომელთან დაკავშრების დრო შესაძლოა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს.   თქვენივე კომფორტისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე.

     

    კონსული პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან კორესპონდენციას აწარმოებს პოლონურ ენაზე.

     

     

    ყურადღება!

    საკონსულო განყოფილება უპასუხოდ ტოვებს კორესპონდენციას (მათ შორის ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილებს), თუ იგი არ აკმაყოფილებს პოლონეთის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

     

    პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებული უნდა იყოს:

     

    • გამომგზავნი პირის სახელი, გვარი;
    • აღნიშნული პირის მისამართი;
    • საკითხის დეტალური აღწერა;

     

    საკონსულო განყოფილება არ პასუხობს იმ შეკითხვებს, რომელთა პასუხის მოძიებაც შესაძლებელია საელჩოს ვებ-საიტზე.

     


     

    სამორიგეო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა საგანგებო სიტუაციებში კავშირისათვის

     

    სამორიგეო ტელეფონი და ელ-ფოსტა განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი საგანგებო შემთხვევების დროს დასაკავშირებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სასარგებლოდ მორიგე კონსულის დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს (მაგ.: გარდაცვალება, დაკავება, საგზაო შემთხვევები, დოკუმენტების დაკარგვა/მოპარვა). აღნიშნული ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა მუშაობს მხოლოდ არასამუშაო საათებსა და დასვენების დღეებში, შაბათ-კვირის, პოლონური და ქართული დღესასწაულების დროს.   

     

     

    სამორიგეო ნომერი: (+995) 599 701 279

     

    სამორიგეო ელ-ფოსტის მისამართი: tbilisi.wk.dyzurny@msz.gov.pl

     

     

    ყურადღება!

    სამორიგეო ტელეფონი/ელ-ფოსტა არ წარმოადგენს საინფორმაციო ტელეფონს/ელ-ფოსტას. სამორიგეო ნომერის მეშვეობით არ გაიცემა საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებული სტანდარტული ინფორმაცია, როგორიცაა მაგ.: სავიზო ინფორმაცია, დაწესებულების სამუშაო საათები. მორიგე კონსული არ პასუხობს ელ-ფოსტის მისამართზე გამოგზავნილ შეკითხვებს, რაც სტანდარტული ინფორმაციის მიღებას უკავშირდება.

     


     

    რუკის გასადიდებლად დააკლიკეთ გამოსახულებაზე: 

     

     


     

    სამუშაო საათები

     

    საკონსულო მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 17:00 სთ-მდე

     

     

     

    დაინტერესებულ პირთა მიღების საათები

     

    სავიზო განაცხადების მიღება:  ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 9:30-12:00 სთ-მდე

     

    პასპორტების გატანა: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:30-16:00 სთ-მდე

     

    სხვა საკონსულო მოქმედებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:30-დან 12:00-სთ-მდე;

     

    საჩივრებთან და განცხადებებთან დაკავშირებით აპლიკანტთა მიღება წარმოებს ოთხშაბათს 10:00-დან 11:00 სთ-მდე;

     

     

     

     

    პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში არ მუშაობს შაბათ-კვირასა და პოლონურ და ქართულ დღესასწაულებზე:

     

     

    1 და 2 იანვარი - ახალი წელი

    6 იანვარი - სამი მოგვის დღესასწაული 

    7 იანვარი - მართლმადიდებლური შობის დღესასწაული

    19 იანვარი - ნათლისღება

    3 მარტი - დედის დღე

    8 მარტი - ქალთა საეთაშორისო დღე

    14 - 17 აპრილი - აღდგომის დღესასწაული რომაულ-კათოლიკურ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში 2017 წ.

    1 მაისი - შრომის დღე

    3 მაისი - 3 მაისის კონსტიტუციის დღესასწაული

    9 მაისი - გამარჯვების დღე

    12 მაისი - წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღე

    26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

    15 ივნისი - ევქარისტიის დღესასწაული 2017 წ.

    15 აგვისტო - პოლონური არმიის დღესასწაული

    28 აგვისტო - მარიამობა

    14 ოქტომბერი - მცხეთობა

    1 ნოემბერი - ყველა წმინდანის დღე

    11 ნოემბერი - პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე

    23 ნოემბერი - გიორგობა

    25 დეკემბერი - ქრისტეს შობის დღესასწაულის პირველი დღე

    26 დეკემბერი - ქრისტეს შობის დღესასწაულის მეორე დღე

     


     

    საკონსულო განყოფილებაში შენგენის ან ეროვნული ვიზის განაცხადის შემოტანის მიზნით, აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.e-konsulat.gov.pl

     


     

    თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო ოლქი მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას. საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონის (სამხ. ოსეთის) ოკუპირებულ ტერიტორიებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე შეუძლებელია საკონსულო ფუნქციების შესრულება.

    Print Print Share: